18 აგვისტო 2019,   11:59
ვრცლად
ხელისუფლებამ არ უნდა გადადგას უმძიმესი ნაბიჯი და არ უნდა შეეხოს სარედაქციო დამოუკიდებლობას, რომლის გარანტი არის ნიკა გვარამია - გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია მიესალმება "რუსთავი 2"-ის გადაწყვეტილებას, რომ დღევანდელი განაჩენი დიდი პალატაში გაასაჩივროს. „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ არხმა ახლა ყველა კანონიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

მისივე თქმით, ხელისუფლებას უნდა ეყოს გონიერება და სამართლებრივი დავის საბოლოო დასრულებამდე არ უნდა შეეხოს "რუსთავი 2"-ს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება ცუდი გადაწყვეტილებაა, ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა "რუსთავი 2"-ის მხრიდან მაგის გასაჩივრება და გამოყენება დიდი პალატის შესაძლებლობების. სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში ყოფილა გადაწყვეტილებები, რომელიც არ იყო კარგი სამოქალაქო თავისუფლებისთვის. ისტორიამ ეს შეაფასა. მერე ისინი შეცვლილა. მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ სანამ არსებობს შესაძლებლობა დიდი პალატაში გასაჩივრების ხელისუფლებამ არ გადადგას უმძიმესი ნაბიჯი და არ შეეხოს არც სარედაქციო დამოუკიდებლობას და არც პერსონალურ საკითხებს. მე ვგულისხმობ გვარამიას საკითხს რომელიც არის სინონიმი იმ სარედაქციო პოზიციის რომელიც გააჩნია დღეს "რუსთავი 2"-ს. ამას საკვანძო მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და დემოკრატიული კლიმატისთვის ქვეყანაში . და თუ ეს არ ესმის ივანიშვილს და ამ შესაძლებლობას გამოიყენებს დააზიანებს ქვეყანას. მაგრამ თვითონ  მაინც ვერ გადარჩება და კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას გამოიწვევს,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები