23 აპრილი 2024,   23:20
ვრცლად
ხელისუფლების მიზანი „რუსთავი2“-ის დროულად ხელში ჩაგდებაა - ოპოზიცია განვითარებულ მოვლენებს აფასებს

ხელისუფლების მიზანი „რუსთავი2“-ის დროულად ხელში ჩაგდებაა - ასე აფასებენ სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ქიბარ ხალვაშისთვის კომპანიის გადაფორმებას, ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

მათი თქმით, ქიბარ ხალვაშის ტელევიზიაში შემოსვლის მთავარი მიზანი კრიტიკული მედიის ჩახშობაა.

„“რუსთავი2“ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ტელევიზია საქართველოში და ყველა ის პატარა ტელეკომპანია, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი, მოსახლეობისთვის არის საშუალება, რომ გარკვეულწილად ის გაბრაზება და ორთქლი ამ ტელევიზიის მეშვეობით გამოუშვან. თუ ამ ტელევიზიებს ჩაკეტავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ორთქლი დაიკარგება, ეს ორთქლი სხვაგან ამოხეთქვას და უფრო მძიმედ ამოხეთქვას ივანიშვილისთვის,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყურადღებას, ქიბარ ხალვაშის მიერ დაჩქარებულ ვადებში „რუსთავი2“-ის გადაფორმებაზე ამახვილებს. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ყველაფრის უკან „ქართული ოცნება“ დგას და მიზანი, „რუსთავი2
-ის ხელში ჩაგდება და მისი კონტროლია.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით,  მიმდინარე პროცესები არის ივანიშვილის ბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ.

„მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ მიიღო, ჩემთვის არის ბრძოლა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. რა საკვირველია იგი არ შეეგუება სარედაქციო დამოუკიდებლობას არხის, ამიტომაც ბატონი სალია ვერ იძლევა კონკრეტულ გარანტიებს,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება „რუსთავი2“ის შესახებ ჩვეულებრივი მოვლენაა. ისინი ვერც ქიბარ ხალვაშის მიერ წილების ფორსირებულ რეჟიმში დარეგისტრირებაში ხედავენ საგანგაშოს.

„ჩვეულებრივი ამბავია ის, რაც მოხდა. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ მართლაც წინა ხელისუფლება ართმევდა საკუთრებას. მე ვფიქრობ, რომ 2 წელი საკმაოდ დიდი ვადაა იმისთვის, რომ არ ვილაპარაკოთ სწრაფ გადაწყვეტილებებზე და მეორე, აქ ქიბარ ხალვაშის გადასაწყვეტია,“-ამბობს გია ვოლსკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები