20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული აქციის სამი მონაწილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ამ საკითხის განხილვა ლევან ჯიქურის მიმართ ღუდუშაურის კლინიკაში მოხდება, სადაც ბრალდებული მკურნალობას განაგრძობს.
სოსო ბაჯელიძისა და ცოტნე ცოტნიაშვილის საქმეს კი სასამართლო მოგვიანებით განიხილავს. აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, ამჟამად პასუხისგებაშია მიცემულია 12 პირი.