20 აპრილი 2024,   01:34
ვრცლად
მოსამართლეთა უკონკურსო დანიშვნები გასაუბრებების პარალელურად - იუსტიციის საბჭოს სხდომა ფორსმაჟორულ რეჟიმში ჩაინიშნა 

სასწრაფო წესით დანიშნული იუსტიციის საბჭოს სხდომა - საბჭოს წევრები დღეს შეიკრიბებიან. იმ ფონზე, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, არამოსამართლე წევრებისათვის გაუგებარია დაჩქარებული წესით სხდომის დანიშვნის მიზეზი.

მათი თქმით, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, ცდილობს საკუთარი ხალხი, კონკურსის გარეშე, საბჭოს მნიშვნელოვან პოსტებზე დანიშნოს და არ გამორიცხავენ დღევანდელმა სხდომამ დაძაბულად ჩაიაროს.

„ის უკონკურსო დანიშვნები, რომელიც ხდება უზენაესი სასამართლოსათვის გასაუბრებების პარალელურად დღეს, არის მხოლოდ და მხოლოდ საბჭოს თვითნებობის გაგრძელება, დიდი გადალაგება, რომ კარგად გაუშვან საცეცები მთელი სასამართლო სისტემის მასშტაბით. დღეს იუსტიციის საბჭო, ფორსმაჟორულ რეჟიმში, ავსებს ვაკანსიებს კონკურსის გარეშე. რა თქმა უნდა დავაფიქსირებ  ჩემს პოზიციას, რომ ეს მიუღებელია.

დღის ამბები