20 აპრილი 2024,   02:03
ვრცლად
ლავროვმა აქცენტი საქართველოში საჭირო პროქართული არხის მნიშვნელობაზე გააკეთა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბონში გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, სერგეი ლავროვის გამოსვლიდან ერთ-ერთი ფრაგმენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

უწყება ტვიტერის ქსელში წერს, რომ „რუსთავის 2“-ის შეკითხვაზე, რამდენადაა საჭირო საქართველოში დამოუკიდებელი პროდასავლური არხი, სერგეი ლავროვმა აქცენტი საქართველოში საჭირო პროქართული არხის მნიშვნელობაზე გააკეთა.

ზუსტად იმავე ტექსტს ასაჯაროებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის ოფიციალური წარმომაგდენელი მარია ზახაროვა „ფეისბუქის“ პირად გვერდზეც.

ამავე თემაზე
დღის ამბები