19 აპრილი 2024,   23:14
ვრცლად
"ქართული ოცნების" პოლიტიკური რეიტინგი ოპოზიციური პარტიების ჯამურ რეიტინგზე ბევრად ნაკლებია - IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ოფიციალურად აქვეყნებს.

პარტიებისა და პოლიტიკოსებთან დაკავშირებული კვლევის შედეგები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური რეიტინგი ოპოზიციური პარტიების ჯამურ რეიტინგზე ბევრად ნაკლებია.

კითხვაზე - ამ კვირაში რომ არჩევნები იყოს ვის მისცემთ ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა: "ქართულ ოცნებას" მოსახლეობის მხოლოდ 26% უჭერს მხარს. გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22% -ია, „ევროპული საქართველო - თავისუფალ დემოკრატებს“ კი 7%-იანი მხარდაჭერა აქვთ. „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტები“ 5-5 %-იან მხარდაჭერას ინაწილებენ. დანარჩენი პარტიების რეიტინგი კი 2%-ს არ აღემატება.

IRI-ის გამოკითხვა 20 ივნისის სასტიკ დარბევამდე ჩატარდა.

დღის ამბები