19 აპრილი 2024,   15:45
ვრცლად
მშენებლობაზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალება - დაკავებულია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი

მშენებლობაზე 16 წლის მოზარდის დაღუპვის ფაქტზე შსს-მ კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი დააკავა. დაკავებულს გამოძიება უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება.

ტრაგედია თბილისში,  დოლაბაურის ქუჩაზე 3 დღის წინ მოხდა. არასრულწლოვანი, რომელსაც ადგილზე კანონის ყველა ნორმის დარღვევით ამუშავებდნენ - ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა. შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანიას უსაფრთხების მინიმალური სტანდარტებიც კი არ ჰქონდა დაცული.

დღის ამბები