18 აპრილი 2024,   05:43
ვრცლად
მოვძებნით მექანიზმს იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა არ დაიკარგოს - გიორგი ვაშაძე "რუსთავი2"-ზე 

აუცილებლად მოვძებნით მექანიზმს იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა არ დაიკარგოს - ამ განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე "რუსთავი2"-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის ფაქტს ეხმაურება. ვაშაძის თქმით, ეს არ არის მხოლოდ "რუსთავი 2"-ის ბრძოლა, ეს თავისუფლებისა და საქართველოს კეთილდღეობისთვის ბრძოლაა.

ვაშაძის შეფასებით, ოპოზიციური არხის გაქრობით, ქვეყანაში შეუქცევადი პროცესები დაიწყება და უამრავი კანონდარღვევა პასუხგაუცემელი დარჩება.

„აუცილებლად მოვძებნით მექანიზმს იმისთვის, რომ თავისუფალი სიტყვა არ დაიკარგოს, რომ ვიბრძოლოთ მომავლისთვის და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოში იყოს უკეთესი დღევანდელი დღე. იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც სტრასბურგის არის, ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, ამას შემდგომი ინსტანცია კიდევ განიხილავს. ისევ „ქართული ოცნება “ ორმაგ სტანდარტს აწესებს, რომ ვანო მერაბიშვილის პირობებში ელოდება აპელაციას, აქ არ ელოდება აპელაციას და უკვე სისრულეში მოჰყავს ეს ყველაფერი, მაგრამ სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს ბოროტებაზე. აი, ეს დიდი ბრძოლა გვაქვს გადასატანი იმისთვის, რომ ქვეყანა დადგეს ფეხზე. არავის ეგონოს, რომ ეს არის რუსთავი2-ის ბრძოლა, ან რომელიმე ტელეკომპანიის ბრძოლა. ეს არის საქართველოსთვის ბრძოლა, ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, ეს არის სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების ბრძოლა. წარმოიდგინეთ, რომ არ იყოს ქვეყანაში ოპოზიციური მედია, მაშინ რა იქნებოდა, რამდენს შეჭამდნენ   ბიუჯეტიდან, რამდენს გააპარტახებდნენ ქვეყანას, რამდენს მოიპარავდნენ აბსოლუტურად დაუფარავად,“- აცხადებს  ვაშაძე.

"ეროვნულ დემოკრატიული" პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას აზრით, ხელისუფლება აგონიაშია და ხავსზე ჩაჭიდებას ცდილობს. მისი თქმით, მმართველი გუნდმა იცის, რომ მისი რეიტინგი ფაქტობრივად აღარ არსებობს და სახელისუფლებო სადავეების შენარჩუნებას დიქტატორული რეჟიმის მეშვეობით ცდილობს.

ბაჩუკი ქარდავა დარწმუნებულია, რომ "რუსთავი2"-ის გათიშვის მითითება ივანიშვილმა პირდაპირ კრემლიდან მიიღო.

Image result for ბაჩუკი ქარდავა„მან ნახა, რომ ხელისუფლებას აქვს  ნულოვანი რეიტინგი. ფაქტობრივად მისი იმიჯი განულებულია , მისი გადარჩენის შანსსაც ვერ ხედავს  და ფიქრობს, რომ ფაქტობრივად დიქტატურულ რეჟიმში შეინარჩუნოს ხელისუფლება, მოახდინოს მისი უზურპაცია. ეს არის ერთი ნაწილი. მეორე, მას პირდაპირ აქვს მითითება მოსკოვიდან, კრემლისგან, რომ მან უნდა დასაჯოს ოპოზიციური არხი, პროდასავლური ოპოზიციური არხი, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები და საზოგადოება, რომელიც განწყობილია ანტისაოკუპაციოდპროკლამაციებით და ერთგვერდიანი გაზეთებით ვიბრძოდით საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. ის რეჟიმი დასრულდა, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და გახდა თავისუფალი. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი რა მოსატანია, კარიკატურაა იმასთან შედარებით. აუცილებლად დავასრულებთ. ბევრი რუსთავი2 გაჩნდება, ძალიან ბევრი საშუალება გაჩნდება იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ   წერტილი დაუსვას ამ სამარცხვინო მმართველობას, რომელიც ივანიშვილმა დაამყარა,“- განაცხადა  ქარდავამ.

დღის ამბები