18 ოქტომბერი 2019,   11:31
ვრცლად
"რუსთავი2"-ის საქმე - განვითარებულ მოვლენებზე Times, Deutsche Welle, BBC წერენ 

სტრასბურგში გამოტანილ გადაწყვეტილებას და „რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელის შეცვლას მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ეხმაურებიან.

The New York Times წერს, რომ პოპულარული სატელევიზიო არხი მოსკოვის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს მედიის გაჩუმების მცდელობაა.

კრიტიკოსები კი შიშობენ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ქიბარ ხალვაში, გააჩუმებს ერთადერთ ძლიერ მედიასაშუალებას, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს."-წერს The New York Times.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესახებ ვრცელ პუბლიკაციას BBC აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ არხი პერიოდულად ხდებოდა თავდასხმების ობიექტი მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც მას ოპოზიციური პარტიისა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ტელევიზიას უწოდებდნენ.

"ქართული ოცნების" წევრებმა პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, არაერთხელ დაადანაშაულეს “რუსთავი 2” სიცრუის გავრცელებასა და პროვოკაციებში.

“Deutsche Welle” კი წერს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს უკვე ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ტელეარხის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დანიშნა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ თანამდებობაზე მან საკუთრი ადვოკატი პაატა სალია შეარჩია.

"როგორც ის აღნიშნავს, დირექტორის გათავისუფლება ერთადერთი ცვლილება იქნება, რომელსაც ხალვაში გეგმავდა, ამასთან სალიას არ დაუკონკრეტებია ეთანხმება თუ არა რუსთავი ორის მოქმედ სარედაქციო პოლიტიკას"- წერს “Deutsche Welle”-ს  რუსულენოვანი რედაქცია.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება "რადიო თავისუფლებაც". სტატიაში ნათქვამია რომ კრიტიკოსთა შეფასებით, ხალვაშის ნაბიჯი არის მთავრობის მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ მედიაში პოლიტიკური განსხვავებული აზრის ჩახშობას. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის მფლობელობა ხალვაშს გადასცა, რომელმაც ნიკა გვარამია ტელეარხის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები