ვაშინგტონი რუსეთის სპეცსამსახურებს სანქციებს უწესებს. კანონპროექტი, რომელიც ФСБ-ს 24 მაღალჩინოსნისთვის და მათი თანამოაზრეებისთვის შეზღუდვების შემოღებას ითვალისწინებს რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა მოამზადეს.
დოკუმენტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სანქციები იქამდე უნდა იყოს ძალაში, ვიდრე რუსეთი ქერჩის სრუტეში მომხდარი ინცინდენტის დროს დაკავებულ 24 უკრაინელ მეზღვაურს და უკრაინის საზღვაო ძალების კუთვნილ 3 ხომალდს პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს.