24 აპრილი 2024,   09:24
ვრცლად
„გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფსევდო დემოკრატიულ ძალებთან" - პრემიერი "რუსთავი2"-ზე

ამ მოვლენებს მედიაპლურალიზმთან და ამ დიდი მიღწევის შესაძლო ზიანთან კავშირი არ აქვს - აცხადებს პრემიერი "რუსთავი2"-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას. 

ბახტაძის თქმით, "რუსთავი2" ფსევდოდემოკრატიული ძალაა, რომელიც წლებია ამტკიცებს, რომ მისი მთავარი მიზანი საქართველოს ევროპული გზაა. ბახტაძე ამბობს, რომ გუშინდელმა დღემ სწორედ ის აჩვენა, რომ ეს ასე არ არის. 

„გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფსევდო დემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ევროპული გზა. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ეს ფარსია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია.

სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდი მიღწევა, რომ ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი. ​რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების შეფასებას, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტების შეფასებებს, ჩაიხედეთ თვითონ სტრასბურგის გადაწყვეტილების შინაარსში, სადაც ერთმნიშვნელოვნად არიოს ეს საკითხი დაფიქსირებული, მედიაპლურალიზმთან და როგორც ამ ყველაზე დიდი მიღწევასთან და მის შესაძლო ზიანთან არანაირი კავშირი არ აქვს,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც ჟურნალისტის შეკითხვაზე, ზეიმობს თუ არა ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენებას, ასე უპასუხა: "ჩვენ ვზეიმობთ ქართველი სპორტსმენების გამარჯვებას, ქართველი ხელოვანების წარმატებას, მთელი ერი ვიზეიმებთ, როცა ყველა ერთად დავამარცხებთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევას, ოკუპაციას და სიღარიბეს".

ამავე თემაზე
დღის ამბები