14 ოქტომბერი 2019,   13:17
ვრცლად
"ტყუილად ჰგონია მავანს, რომ ყველაფერი დამთავრდა" - სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, "რუსთავი2"-ის საქმეზე 

"რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ეხმაურება. ის ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ იმედი გაუცრუა.  

ნონა წოწორია ამბობს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. 

„არ დავმალავ, ეს იყო დიდი იმედგაცრუება. ყოველთვის მივეკუთვნებოდი იმ მოსამართლეთა რიგს, რომლებიც თვლიდნენ, რომ მოსამართლეების, განსაკუთრებით მაღალი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების როლი დემოკრატიის დაცვაში მდგომარეობს. ცალსახაა, რომ მე არ ვიქნებოდი ამ გადაწყვეტილებაში მონაწილე უმრავლესობის გვერდით.

„იმედი მაქვს, რომ ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილების მიუხედავად ევროსასამართლო გააგრძელებს თავისი უპირველესი მისიის - წინ აღუდგეს ავტორიტარიზმს და ტოტალიტარიზმს - აღსრულებას. ტყუილად ჰგონია მავანს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ცხოვრება და ბრძოლა გრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები