19 აპრილი 2024,   19:55
ვრცლად
20 ივნისის საქმე - დაკავებულ სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

20 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ აქციის ორ მონაწილეს, სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს, საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ცოტნე ცოტნიაშვილის ადვოკატი, ცოტნე ტყებუჩავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

პროკურორის, გიორგი მუკბანიანის განცხადებით, საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, რომ ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დადასტურდეს. მისი თქმით, საქმეში არსებობს ვიდეო მტკიცებულება, მოწმეთა ჩვენებები, რაც მათ ბრალეულობას ადასტურებს. 

დღის ამბები