20 აპრილი 2024,   00:28
ვრცლად
მე არ მესმის იმ ადამიანების სიხარული, რომელსაც დღეს რაღაც განცდა აქვს, რომ "რუსთავი 2"-ს გაუსწორდნენ - ფიქრია ჩიხრაძე

„მე არ მესმის იმ ადამიანების სიხარული, რომელსაც დღეს რაღაც განცდა აქვს, რომ რუსთავი 2"-ს გაუსწორდნენ,“ - ეს განცხადება ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.

ჩიხრაძის თქმით, ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის დამორჩილებას მუდმივად ცდილობდა.

„როდესაც ეს დავა მიმდინარეობდა ამ ხნის განმავლობაში და დაუფარავი იყო ხელისუფლების ინტერესი "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების, გაჩუმების, გაჩერების თუ სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლის თუ ასე შემდგომ, ყველას ავიწყდებოდა ერთი რამ, რომ "რუსთავი 2"-ს ამის კუთვნილებად ჩათვლით, იმის კუთვნილებად თუ ა.შ. ეს არის უპირველეს ყოვლისა ხალხის, იმიტომ, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, რომ ისმენდეს განსხვავებულ აზრს,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

დღის ამბები