18 აპრილი 2024,   23:39
ვრცლად
პაატა სალია "რუსთავი 2"-ში აუდიტის ჩატარებას გეგმავს

"რუსთავი 2"-ის ახლად დანიშნული გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მართავს. არხის იურისტებთან შეხვედრის შემდეგ, პაატა სალია შეხვედრას ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელთან ერთად ფინანსური და შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან განაგრძობს. არხის წარმომადგენლები მათ ფინანსურ დოკუმენტაციას აცნობენ.

პაატა სალია "რუსთავი 2"-ში ფინანსური აუდიტის ჩატარებას გეგმავს.

“შევხვდი კიდევ ერთხელ ირაკლის, ფინანსური სამსახურის უფროსს და ასევე, აუდიტის სამსახურის უფროსს, შიდა აუდიტის კომპანიის, თეას. გვქონდა საუბარი, გამაცნეს არსებული სიტუაცია. ქიბარ ხალვაშს ჰყავს თავისი წარმომადგენელი, ანუ კონსულტანტი, რომელიც ამ საკითხებში უნდა დამეხმაროს, გარკვეული საკითხების გარკვევაში, ინფორმაციის მიღებაში და შესაბამისად, ამ პროცესში ვართ ახლა, სამუშაო პროცესში. ჩვენ გვინდა მოვამზადოთ კომპანიაში არსებული ინფორმაცია იმისთვის, რომ ჩატარდეს კვალიფიციური აუდიტი საერთაშორისო კომპანიის მიერ,“- განაცხადა სალიამ.

დღის ამბები