19 აპრილი 2024,   17:06
ვრცლად
მოვუწოდებთ მთავრობას რომ უზრუნველყოფილი იყოს მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

ცოტა ხნის წინ რუსთავი ორის საქმეზე განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელიც საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა.

"მოვუწოდებთ მთავრობას შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილი იყოს მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ერთგული დაეხმაროს საქართველოს გამოხატვის თავისუფლებისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნებაში, "- ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ასევე წერს, რომ გამოხატვის თავისუფლება და მედია ლანდშაფტი, რომელიც წარმოადგენს ფართე სიღრმის შეხედულებებს, დემოკრატიის ფუნდამენტია.

დღის ამბები