20 აპრილი 2024,   11:47
ვრცლად
ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს - ოპოზიციაში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფის მატებს ელიან

ლარი ისევ შოკშია და ექსპერტების პროგნოზით გაუფასურების პიკი შემოდგომაზე იქნება, როდესაც ერთი დოლარის ღირებულება სამ ლარს მიაღწევს. დღეს ლარი 4 თეთრით გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2 ლარი და 93 თეთრია.

ანალიტიკოსების აზრით, მიზეზი ეროვნული ბანკის და ხელისუფლების პოლიტიკაა, რომელიც არაფერს აკეთებს კურსის შესანარჩუნებლად.

ოპოზიცია ელოდება, რომ ლარის გაუფასურების შემდეგ შემდეგი ეტაპი ფასების გაძვირება იქნება, გაიზრდება პროდუქტების საწვავის და მედიკამენტების ღირებულება.

ხელისუფლების ოპონენტები ახალი წლიდან ვარაუდობენ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფის მატებსაც.

საპარლამენტო უმრავლესობა ეროვნული ვალუტის კატასტროფულ რყევებს კვლავ ოპონენტებს, ანტისაოკუპაციო აქციებს და ქვეყანაში არსებულ ნეგატიურ განწყობებს აბრალებს.

ეკონომიკური გუნდი ისევ დუმს. განმარტებებს არ აკეთებს არც ცენტრალური ბანკი. საერთაშორისო ბაზარზე ლარის ვაჭრობის ტენდენცია კვლავ მზარდია, რაც ნიშნავს იმას, რომ ლარის გაუფასურება ხვალაც გაგრძელდება.

დღის ამბები