19 აპრილი 2024,   13:53
ვრცლად
მჯერა, ჩვენი პარტნიორები გააცნობიერებენ ამ საქმის მნიშვნელობას და ეტყვიან თავზეხელგასულ ივანიშვილს და მის დაჯგუფებას, რომ კმარა - ახვლედიანი

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მფლობელის შეცვლას პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, „დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი ეხმაურება.

არმაზ ახვლედიანი დარწმუნებულია, რომ სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება. ახვლედიანის თქმით, "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ბიძინა ივანიშვილის მიზანია.

„მე არ მჯერა, რა თქმა უნდა, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება იმიტომ, რომ მთელი ამ სპეცოპერაციის ერთადერთი ამოცანა სწორედ ეს იყო, რომ შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და „რუსთავი 2“ გახდეს ნელ-თბილი, სხვების მსგავსი, უსახო ტელევიზია, მაამებლური და სასურველი ივანიშვილისთვის,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს. 

"უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ ხომ გვაკარგინებს ეს შავბნელი ძალა სამშობლოს, ისინი დაკარგავენ საქართველოს, როგორც სტრაგეტიულ პარტნიორს, როგორც ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს ამ რეგიონში. თუ ამისთვის მზად ხართ, ბატონებო, მაშინ მერე ნუღარ იქნება ვაი-ვიში, იმიტომ, რომ ეს შედეგი უეჭველი დადგება. მე მჯერა, რომ ჩვენი პარტნიორები უპირველესად ვაშინგტონში და ასევე, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქებში მიხვდებიან, გააცნობიერებენ ამ საქმის მნიშვნელობას და ეტყვიან თავზეხელგასულ ივანიშვილს და მის დაჯგუფებას, რომ კმარა," - განაცხადა ახვლედიანმა.

დღის ამბები