19 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
„არ ყოფნის არანაირი ფული, რა ღორია ასეთი" - ხმაურიანი განცხადებები ივანიშვილზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის 29-ე დღეს

პროტესტის 29-ე დღე - რუსთველის გამზირზე ამ დროისთვის კვლავ აქცია მიმდინარეობს. თითქმის ერთი თვეა, ახალგაზრდები სისხლიანი ღამის მთავარი ავტორის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით იკრიბებიან.

ამ მოთხოვნის გარდა, გამომსვლელები დღეს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის პრობლემებზეც საუბრობენ. გარდა ამისა, აქციაზე გამომსვლელებმა "რუსთავი 2"-ზეც ისაუბრეს.

სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა შს მინისტრს გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ბატონო გახარია, 30:0, სირცხვილია უკვე, მასე წაგება, სირცხვილია. რაც უფრო დიდხანს გაჩერდებით, მით უფრო სამარცხვინოდ წააგებთ,“ - განაცხადა მაქარაშვილმა.

იურისტმა, საერთაშორისო საჯარო სამართლის დოქტორანტმა, ბაია პატარაიამ სიტყვით გამოსვლის დროს "რუსთავი 2"-ის საქმეზეც ისაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილს მხოლოდ თავისი მილიარდები აწუხებს.

„არ ყოფნის არანაირი ფული, რა ღორია ასეთი, რად უნდა, დოლარებში უნდა ჩაიმარხოს და პირამიდა უნდა ააგოს დოლარების?“ - განაცხადა ბაია პატარაიამ.

ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ ადამიანების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა.

„ვუსმენდი ბატონ ლავროვს, რომელიც თურმე პროქართველია, მას უნდა, რომ საქართველოს მედია პროდასავლური კი არ იყოს, საქართველოს მედია იყოს ანტიდასავლური, მაგრამ ჩვენ ქართველებს რა მედია გვინდა, ჩვენ ქართველებს პროქართული გვინდა, რომელიც არის პროდასავლური მედია იმიტომ, რომ საქართველო არის დასავლეთი,“ - განაცხადა ტუღუშმა.

დღის ამბები