25 აგვისტო 2019,   16:23
ვრცლად
"ბრძოლა პოლიტიკური გავლენებისთვის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში" – „ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენი“ სტატიას აქვეყნებს

"ბრძოლა პოლიტიკური გავლენებისთვის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში" - პუბლიკაციას ამ სათაურით ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენი" აქვეყნებს.

სტატიაში საუბარია, რომ ეკლესიას ქართულ საზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვს და მის შიგნით მიმდინარე ბრძოლას შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდეს იმაზე, შენარჩუნდება თუ არა ქვეყნის პროდასავლური ორიენტაცია.

სტატიაში ისიც წერია, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 47 წევრიდან მხოლოდ 9 უჭერს მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ამა თუ იმ ფორმით. ავტორის თქმით, მხოლოდ სამმა მიტროპოლიტმა გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა ღიად, დანარჩენი 38 კი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების წინააღმდეგაა განწყობილი, მათ შორის საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე შიოც, რომელსაც ექსპერტების შეფასებით, რუსულ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირები აქვს.

დღის ამბები