19 აპრილი 2024,   20:40
ვრცლად
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და ლევან ვასაძე “ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის” აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში დღეს დილიდან სუფრაა გაშლილი, სადაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და ლევან ვასაძე ხელმოწერებს აგროვებენ. მათი განცხადებით, ხელმოწერები, “ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის” აკრძალვის მოთხოვნით გროვდება.

საინიციატივო ჯგუფი ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანასაც მოითხოვს.

„ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოღებულ იქნას სოდომური ცოდვის დამაკანონებელი ტერმინები, გენდერული იდენტობა და გამოხატვა და სექსუალური ორიენტაცია. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს, რომ სოდომია ლგბტ არის ნორმიდან გადახრა, გარყვნილება და აიკრძალოს მისი ნებისმიერი ფორმით გასაჯაროება, გავრცელება, პროპაგანდა, ნორმად გამოცხადება,“ - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, ხელმოწერებს აგროვებენ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით და ხელმოწერებს პარლამენტს წარუდგენენ.

„ყველა რაიონს მოვივლით და ყველა რაიონს მივაღწევთ, საქართველოს მასშტაბით ხორციელდება ეს ღონისძიება. თბილისშიც არიან ჩვენი მეგობრები, მეტროსთან დგანან და მეტროსთან აგროვებენ ხელმოწერებს და ვაპირებთ ხელმოწერების შეტანას პარლამენტში,“ - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.

დღის ამბები