19 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
მაშველებმა ომალოში ამერიკის სამი მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა ომალოში ამერიკის სამი მოქალაქე გადაარჩინეს. დაშავებული ტურისტების შესახებ ინფორმაცია 112-ში შევიდა.

მაშველებმა სამი ქალი და 1 მამაკაცი, ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს. ერთ ქალბატონს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი სამი ტურისტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

დღის ამბები