19 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
აქცია ჰონგ-კონგში - სამართალდამცველები პროტესტის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

ჰონ-კონგში გვიანობამდე გაგრძელდა შეტაკებები სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის.

მეგაპოლისში ანტისამთავრობო აქციაზე 200 ათასზე მეტი ადამიანი ექსტრადიციის შესახებ ინიცირებული კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოვიდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს სამთავრობო კვარტალში შეკრების საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს.

სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენეს. არიან დაშავებულები.

დღის ამბები