23 აპრილი 2024,   15:00
ვრცლად
აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - დევნილები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და შენობის დატოვებას არ აპირებენ

აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - დევნილები ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

საუბარია იმ პირებზე, რომლებიც რამდენიმე თვის წინ საცხოვრებელ კომპლექს "დირსიში" შეიჭრნენ და ბინები დაიკავეს.

მათ ტერიტორიის დატოვება მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სთხოვა და პრობლემის გადაჭრის გზებზე მოლაპარაკება შესთავაზა.

დევნილები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა, მათთან მოლაპარაკებაც აღარ გამართულა.

დევნილებმა დღეს სამინისტროს წინა აქცია გამართეს, შემდეგ კი მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით, შენობაში გადაინაცვლეს. როგორც ისინი ამბობენ, შენობას არ დატოვებენ, ვიდრე ტიკარაძე მათ არ შეხვდება.

დღის ამბები