18 აგვისტო 2019,   12:01
ვრცლად
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი გარდაიცვალა

72 წლის ასაკში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი გარდაიცვალა. იუკია ამანო ბოლო წლების განმავლობაში ავადმყოფობდა. ის მარტის თვეში გადადგომასაც აპირებდა და განცხადება ამის შესახებ დღეს უნდა გაეკეთებინა.

ამანოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვენაში სააგენტოს შტაბბინის შენობაზე გლოვის ნიშნად დროშა დაუშვეს.

იაპონელი დიპლომატი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა.  სწორედ მისი მუშაობის პერიოდში გაფორმდა ირანის ბირთვული შეთანხმება. ამანოს უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 2021 წლის ნოემბერში ეწურებოდა.

დღის ამბები