24 აპრილი 2024,   06:19
ვრცლად
ყველა გახმაურებული, გამოუძიებელი საქმის უკან ხელისუფლება დგას - ოპოზიცია ბესელიას განცხადებას ეხმაურება

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ავტორის ვინაობა ცნობილი საზოგადოებისთვის არასოდეს გახდება.

ოპოზიცია გაჭიანურებული გამოძიების სავარაუდო მოტივებზე საუბრობს და მორალური ტერორის ავტორების ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირებს არ გამორიცხავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ყველა იმ გახმაურებული საქმის უკან, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია, ხელისუფლება დგას. სწორედ ამით ხსნის გოცირიძე, რომ ამ დრომდე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გამოძიება არ სრულდება. რაც შეეხება ფარულ კადრებს მისი თქმით, ხელისუფლება ამ კადრებს შანტაჟისთვის იყენებს.

„ვიდეოჩანაწერების მუდმივი გავრცელება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, შანტაჟს,მათ შორის საკუთარი გუნდის წევრების შანტაჟს, ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის დამყარებას. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იქნება გამოძიებული მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება და დამნაშავეებიც იქნება დასჯილი ვინც ამ დანაშაულს აფარებდა ხელს,“-ამბობს გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ყველა იმ გახმაურებულ საქმეზე საუბრობს, რომლის გამოძიების პირობაც ხელისუფლებამ დადო, მაგრამ არ გამოუძიებია. 

უგულავაც თვლის, რომ მიზეზი ერთია, ყველა დანაშაულის უკან, რეალურად ხელისუფლება დგას. 

დღის ამბები