08 დეკემბერი 2019,   00:18
ვრცლად
რუსეთში ლგბტ მოძრაობების აქტივისტი მოკლეს

რუსეთში ოპოზიციონერი აქტივისტი მოკლეს. თავდასხმა სანქტ-პეტერბურგში მოხდა. ელენა გრიგორევას ცხედარი დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე იპოვეს.

40 წლის გრიგორევა საპროტესტო აქციებში ხშირად მონაწილეობდა და დემოკრატიული, ომის საწინააღმდეგო და ლგბტ მოძრაობების აქტივისტი იყო. უფლებადამცველების განცხადებით, ელენა გრიგორევა ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდა ძალადობის მსხვერპლი და მოკვლითაც ემუქრებოდნენ.

სავარაუდო ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. ცნობილია, რომ მას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს.

დღის ამბები