22 სექტემბერი 2019,   02:27
ვრცლად
აშშ ირანთან გარიგების დადების სურვილს კარგავს - დონალდ ტრამპი

შეერთებული შტატები ირანთან გარიგების დადების სურვილს კარგავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. მიზეზად კი პრეზიდენტმა ირანის მიერ გადადგმული ნაბიჯი დაასახელა. მისივე თქმით,  შეერთებული შტატები ირანელების მხრიდან ყველანაირ ქმედებას ელის, მათ შორის გონივრულ ნაბიჯსაც.  

ტრამპის ამ განცხადებას წინ უძღოდა ირანში 17 ადამიანის დაკავება. თეირანმა მათ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა და რამდენიმეს შეერთებული შტატების სპეცსამსახურთან თანამშრომლობისთვის სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანა.

პარალელურად, ვაშინგტონმა ჩინურ კომპანიას სანქციების დარღვევისა და ირანული ნავთობის შეძენისთვის სანქციები დაუწესა.

დღის ამბები