25 აპრილი 2024,   08:38
ვრცლად
დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება - შსს-მ 2 პირს ბრალი წარუდგინა

დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე -  შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სამართალდამცავებმა 2 პირს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულის შემცველი კადრები მკვლელობისთვის ამჟამად პატიმრობაში მყოფმა დამნაშავემ, სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაავრცელა. მას ბრალი უკვე წარედგინა. აღნიშნული კადრები კი დ.ა.-მ რუსეთის მოქალაქისგან მიიღო, რომელსაც ასევე დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი.   

შსს-ში განმარტავენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2012 წლის მაისის თვეში იქნა გადაღებული და სოციალური ქსელის მეშვეობით უკვე 2019 წელს გავრცელდა.

ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სულ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 19 პირია დაკავებული.

დღის ამბები