23 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
ზაზა თავაძე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ შეთავაზების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს

„მე სრულიად ვაკმაყოფილებ იმ სტანდარტს და იმ მოცემულობებს, რაც განსაზღვრულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის,“ - ეს განცხადება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ გააკეთა.

ზაზა თავაძე ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ შეთავაზების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს.

გასაუბრებაზე შესვლამდე ზაზა თავაძემ განმარტა თუ რატომ იღებს მონაწილეობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის კონკურსში. თავაძის თქმით, რამდენიმე თვე დარჩა უფლებამოსილების ამოწურვამდე და კონკურსში მონაწილეობის განმაპირობებელი ერთ-ერთი მოტივიც ეს იყო.

„დაახლოებით, უკვე 20 წელია, მე მაქვს სპეციალობით მუშაობის გამოცდილება, აქედან 9 წელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მანამდე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობაზე. შესაბამისად, მე სრულიად ვაკმაყოფილებ იმ სტანდარტს და იმ მოცემულობებს, რაც განსაზღვრულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის,“ - ამბობს თავაძე.

ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ზაზა თავაძეს კითხვებს უსვამენ, მათ შორის, "რუსთავი 2-ის" საქმეზე, მარიხუანას ლეგალიზებასა თუ სასამართლოში ნათესაურ კავშირებსა და გავლენებზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები