25 აპრილი 2024,   20:08
ვრცლად
დონალდ ტრამპი და ევროკავშირის ლიდერები ბორის ჯონსონს გამარჯვებას ულოცავენ

დონალდ ტრამპი და ევროკავშირის ლიდერები ბორის ჯონსონს გამარჯვებას ულოცავენ. ლონდონის ყოფილი მერი დღეს კონსერვატიული პარტიის ლიდერად აირჩიეს. ხვალიდან ის ტერეზა მეის ჩაანაცვლებს და პრემიერმინისტრის პოსტსაც დაიკავებს. საბოლოო კენჭისყრის შედეგები დღეს გამოცხადდა.

ბორის ჯონსონს 92 ათასმა თანაპარტიელმა დაუჭირა მხარი. მისმა მთავარმა კონკურენტმა ჯერემი ჰან-ტმა კი 46 ათას 600 ხმა მოაგროვა. შედეგების გამოცხადების შემდეგ ახალმა ლიდერმა კონსერვატორებს სიტყვით მიმართა და პირობა დადო, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს დაგეგმილ დროს, 31 ოქტომბერს დატოვებს. მან ტერეზა მეის ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის მადლობაც გადაუხადა.

ცნობილია, რომ ბორის ჯონსონის არჩევის გამო რამდენიმე მინისტრი გადადგომას აპირებს.

დღის ამბები