22 სექტემბერი 2019,   02:26
ვრცლად
30 მილიონიანი ვალის ჩამოწერა ტელეკომპანია "მზის" სანაცვლოდ - ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური განცხადება

„სახელმწიფომ 30 მილიონიანი ვალი ჩამოაწერა სიგარეტის ქარხანა „პირველს“ იმის სანაცვლოდ, რომ პატარკაციშვილი ქიბარ ხალვაშს გადაუფორმებდა ამ ტელევიზიას,“ - ეს განცხადება „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.

გადაცემა „არჩევანში“ ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშთან კონტაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2-ის" მის სახელზე გადაფორმების მიზნით დაუკავშირდა. ამას გარდა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „მზის“ მფლობელი ხელისუფლების ჩარევის შემდეგ გახდა.

„ხელისუფლების გარკვეული ჯგუფის გადაწყვეტილებით, მე ვიყიდე "რუსთავი 2". ქიბარ ხალვაში როგორ გახდა ტელეკომპანია „მზის“ მფლობელი, ჰკითხეთ მას, როგორ გაიფორმა ტელეკომპანია „მზის“ 100 პროცენტის წილი, როდესაც არანაირი მოლაპარაკება არ უწარმოებია ტელეკომპანია „მზის“ მესაკუთრეებთან, ვანო ჩხარტიშვილი იყო, თუ სწორად მახსოვს, არც თანხა გადაუხდია, სახელმწიფომ 30 მილიონიანი ვალი ჩამოაწერა სიგარეტის ქარხანა „პირველს“ იმის სანაცვლოდ, რომ პატარკაციშვილი ქიბარ ხალვაშს გადაუფორმებდა ამ ტელევიზიას,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

დღის ამბები