23 აპრილი 2024,   12:51
ვრცლად
„ივანიშვილის ჩაის ყველანი ერთად დავლევთ არჩევნების მიდამოებში, როგორც დავლიეთ შევარდნაძის ჩაი" - ირაკლი ოქრუაშვილი

„ივანიშვილი 6 წლის მერე კი არა, ივანიშვილი აღარ იქნება, დაახლოებით, წელიწადნახევარში,“ - ეს განცხადება „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ არჩევნების პერიოდში ივანიშვილის ხელისუფლება დაიშლება.

„ივანიშვილის ჩაის ყველანი ერთად დავლევთ არჩევნების მიდამოებში, როგორც დავლიეთ შევარდნაძის ჩაი,“ - ამბობს ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილი ასევე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "რუსთავი 2" დღეს არსებული სარედაქციო პოლიტიკით აღარ იქნება, მაშინ პროცესები რადიკალიზაციისკენ წავა, რაც ივანიშვილისთვის სარგებლის მომტანი არ იქნება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ივანიშვილი ვერ მოითმენს, რომ „რუსთავი 2-ის" ეთერიდან მის მიმართ კრიტიკული სიუჟეტები გადიოდეს, რადგან, ოქრუაშვილის თქმით, „ოცნების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო კომპანია მისია.

„ხალხი ქვების სროლას დაიწებს მალე ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს არის ჩემი დასკვნა,“ - ამბობს ოქრუაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები