18 აპრილი 2024,   09:40
ვრცლად
"გვესროლეს მე და ჩემს დაცვის წევრს" - ოქრუაშვილის თქმით, 2016 წელს მასზე თავდასხმა „რუსთავი 2-ის“ საქმეს უკავშირდებოდა

კიდევ ერთი სკანდალური განცხადება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისგან - „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ 2016 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმა „რუსთავი 2-ის“ საქმეს უკავშირდებოდა.

ოქრუაშვილის განმარტებით, მას დედაქალაქის მერის, კახი კალაძის დავალებით ესროლეს.  ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მას ჯერ ტელეკომპანიის საქმეზე ჩვენების შეცვლა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი მასსა და მისი დაცვის წევრზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მაშინდელი პრემიერმინისტრისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო.

„თხოვნა იყო, რომ ჩვენებაში ჩემ მიერ დაფიქსირებული მილიონ ორასი ათასი დოლარის გადახდა დვალსა და აქიმიძეზე უნდა შემეცვალა და მეთქვა, რომ ამ ფულის მხოლოდ გამტარი ვიყავი. ამაზე უარი რომ მიიღეს, მე ლოგიკურად ამას ვუკავშირებ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ერთ-ერთი პიროვნების მეშვეობით გვესროლეს მე და ჩემს დაცვის წევრს, ფაქტობრივად, ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება იდგა და მარტივი გზავნილი გავუგზავნე ღარიბაშვილს, შენ იდექი ამ ყველაფრის უკან და თავის დროზე პასუხს მოგთხოვ-მეთქი,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები