24 აპრილი 2024,   17:46
ვრცლად
"დავინახე, რომ ერთი ადამიანი გადმოვარდა" - რუსთაველზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე სასწრაფო და საპატრულო სამსახურების ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები.

ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა რამდენიმე პირი. მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.

დროებით გადაკეტილი იყო საავტომობილო მოძრაობაც. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

„დავინახე, რომ აქეთ გადმოიყარა მიწა და ერთი ადამიანი გადმოვარდა, ვინც გამოიარა, მერე რომ გავხედე, ის ბორდიურს მიეჯახა, მეორე მხარეს კიდევ რამდენიმე მანქანა დავინახე,“ - ამბობს „კურიერთან“ თვითმხილველი.

დღის ამბები