25 აპრილი 2024,   13:10
ვრცლად
ლევან სამუშია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება

20 ივნისის სისხლიანი ღამის შესახებ კიდევ ერთი ოპოზიციონერი, ლევან სამუშია გამოიკითხება. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს საქალაქო სასამართლოში ელოდებიან, სადაც მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.

სამუშია კი მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და კონკრეტულად კი შს მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს. ოპოზიციის წარმომადგენელი მზად არის, ყველა შეკითხვას უპასუხოს.

„ხელისუფლება არ ეძებს ობიექტურობას და ამის მოლოდინიც არც არავის ჰქონდა, ესეც ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის. ამ შემთხვევაში მივალ და აღვწერ, რა სიტუაციაც იყო. ვინც იყვნენ პასუხისმგებელნი, ყველა ის პირი უნდა იქნეს დაკითხული და შესაბამისად, ობიექტური ჭეშმარიტება აქედან უნდა დადგინდეს. დაკითხვაც არ უნდა იყოს ფორმალური სახელისუფლებო თანამდებობის პირების. უნდა წარმოებდეს არა დაკითხვა დაკითხვისთვის, არამედ დაკითხვა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

დღის ამბები