25 აპრილი 2024,   11:16
ვრცლად
ორგანიზატორები პარლამენტთან გადაცემაში გიორგი გახარიას მოწვევას აპირებენ

პროტესტი რუსთაველის გამზირზე გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შეცვლილი ფორმატით გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტები დღეს 20:20 ზე ისევ შეიკრიბებიან და გააპროტესტებენ 20 ივნისის სისხლიან ღამეს და ისევ შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

გუშინდელ სატელევიზიო ფორმატში სტუმარი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია იყო.

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე ონლაინ გადაცემები მზადდება. მსგავსი ფორმატი კი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება. ორგანიზატორები გადაცემაში გიორგი გახარიას მოწვევასაც აპირებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ახალგაზრდები უკვე თვეზე მეტია, ითხოვენ

ამავე თემაზე
დღის ამბები