იულია სუსლიაკის ადვოკატი სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილებას შს სამინისტროში ასაჩივრებს და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის საქართველოში შემოსვლის ნებართვას ითხოვს.
სუსლიაკს ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ორჯერ უთხრეს, მთავარ მიზეზად კი უსაფრთხოების დაცვა დასახელდა. ადვოკატი კი დარწმუნებულია, რომ ეს განმარტება აბსურდია.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ, პირველ რიგში, მას მიეცეს თავისუფლად გადაადგილების უფლება, რომლისთვისაც მისთვის გარანტია არის საქართველოს კონსტიტუცია და შიდა სახელმწიფოებრივი ნორმები. იულია სუსლიაკი საქართველოდან აპირებს ქართველი სამართალდამცავების წინააღმდეგ მის მიმართ დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე იქნება თუ პასუხისმგებლობის საკითხი იქნება თუ სხვდასხვა საკითხი, იბრძოლოს, დაიცვას თავისი უფლებები. დროა, გონს მოეგონ, რამეთუ რაც უფრო ღრმად შედის ეს საქმე, მით უფრო დიდი სკანდალია,“ - განაცხადა იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ.
იულია სუსლიაკი საქართველოში 10 ბავშვთან ერთად 26 აპრილს შემოვიდა. ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებულ ქალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი ვერ დაუმტკიცა და ის სასამართლომ გაათავისუფლა. ახლა კი მას საქართველოში შემოსვლის უფლებას აღარ აძლევენ.