24 აპრილი 2024,   13:47
ვრცლად
„სულელი სომეხი“, ასე მომიხსენია - თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის ე.წ პროკურატურის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის ე.წ პროკურატურის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. რამდენიმე დღის წინ პირველი ინსტანციის ე.წ. სასამართლომ მეარაყიშვილს სამივე ბრალდება მოუხსნა, მათ შორის თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, თუმცა ბრალდებამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

მეარაყიშვილი ამბობს, რომ ე.წ. საგამოძიებო უწყებას მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს და დეფაქტო მთავრობას მხოლოდ მისი დასჯა აქვს გადაწყვეტილი. სამოქალაქო აქტივისტი  უკვე დეფაქტო პროკურატურის წინააღმდეგ სარჩელს ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში თავად შეიტანს.

„დღეს მივდივარ მე ცხინვალში, სადაც უნდა შევიტანო გასაჩივრება კასაციის. პროკურატურას არ აქვს არანაირი არგუმენტი, არ აქვს დასაბუთება. ეს არის, რა თქმა უნდა, ზეწოლა რაიონის პროკურორის, რომელიც არის ჩემი საქმის პროკურორი და ბრალმდებელი. მისი განცხადება არის დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი, არაეთიკური იყო ნამდვილად, „სულელი სომეხი“ - ასე მომიხსენია მან. პროკურატურა ეწევა ჩემთან უთანასწორო ბრძოლას,“ - განაცხადა მეარაყიშვილმა. 

სამოქალაქო აქტივისტს ცხინვალის რეჟიმი ერთდროულად სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა, მათ შორის არის ცილისწამება და მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” მიმართ და ყალბი საბუთების დამზადება-გამოყენება.

დღის ამბები