25 აპრილი 2024,   20:52
ვრცლად
პენტაგონს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მარკ ესპერმა ფიცი დადო

პენტაგონს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მარკ ესპერმა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის რანგში ფიცი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დადო. მანამდე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად 55 წლის სამხედრო ვეტერანის კანდიდატურა ამერიკის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

მარკ ესპერს მხარი 90-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ 8 იყო. შარშან დეკემბერში თავდაცვის მდივნის, ჯიმ მატისის გადადგომის შემდეგ შეერთებულ შტატებს თავდაცვის მდივანი აღარ ჰყოლია.

დღის ამბები