20 აპრილი 2024,   10:14
ვრცლად
ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოში ჩუსტები მიიტანა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დაწყებამდე საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა. მან ამის მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დრო დაასახელა. 

ანა დოლიძემ სხდომაზე განმარტა, რომ იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გვიანობამდე ატარებს და ამით შრომითი უფლებები ირღვევა.

„ყოველ საღამოს იუსტიციის საბჭო ღამე ატარებს გასაუბრებებს, რომლებიც მთავრდება ხშირად ღამის 11-12 საათზე. ამით არღვევს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, დისკრიმინაციულად ექცევა ოჯახიან ხალხს და ქალებს.

დღეს გადავწყვიტე, აღვნიშნო ეს არაკონსტიტუციური მოპყრობა იმით, რომ, სიმბოლურად, მოვუტანე ეს საშუალება მოსამართლე კანდიდატებს, რომლებიც გასაუბრებაზე გამოდიან საღამოს რვა საათის მერე.

იუსტიციის საბჭოში მკვიდრდება არასწორი პრაქტიკა, რომ ღამ-ღამობით იბარებენ კანდიდატებს და ესაუბრებიან მათ. მე ამ პრაქტიკის დამკვიდრებაში მონაწილეობას არ ვღებულობ,“ - ამბობს ანა დოლიძე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები გრძელდება. საბჭოს წევრები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს, ლევან თევზაძეს, ილონა თოდუას და უჩა თოდუას მოუსმენენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები