23 აპრილი 2024,   22:24
ვრცლად
არამოსამართლე წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ჩაგდება სურთ - იუსტიციის საბჭოს მოსამართლეების ბრალდება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრება ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ანა დოლიძემ გასაუბრების წინ ჩუსტები მიიტანა. მიზეზად კი გასაუბრების დრო დაასახელა. ანა დოლიძის თქმით, იუსტიციის საბჭო გასაუბრებას გვიანობამდე ატარებს და შრომითი უფლებები ირღვევა.

დოლიძის ამ განცხადებას საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან რეპლიკები მოჰყვა. კამათის კიდევ ერთი მიზეზი ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება გახდა, სადაც ის ინტერესთა კონფლიქტზეც საუბრობს. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე ირაკლი შენგელია მოსამართლეობის კანდიდატის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან თევზაძის ცოლის ძმაა. მოსამართლეები ამბობენ, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტი არ არის.  შენგელიამ ნაზი ჯანეზაშვილს შეახსენა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც თავდაცვის მინისტრად მის მეუღლეს თინა ხიდაშელს ნდობა გამოუცხადა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამბობენ, რომ არამოსამართლე წევრები პროცესის ჩაშლას ცდილობენ. იმის მიუხედავად, რომ თითოეული კანდიდატის გამოსაკითხად 6 საათზე მეტი დროა განსაზღვრული, მათი თქმით, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მაინც დროის სიმცირეზე საუბრობენ. მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოშიც კი მოსამართლეთა კანდიდატებთან გასაუბრებისთვის საათნახევარზე მეტი არ არის გამოყოფილი. 

„ზუსტად დავადგინე, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის კანდიდატზეა საუბარი, კომისია თითო კანდიდატთან ატარებს გასაუბერებას ნახევარი საათიდან საათნახევრამდე, ჩვენ გამოვყავით, დაახლოებით, სამი საათი, რეალურად ხან ოთხი საათი გრძელდება, ხან ექვსი და ესეც არ აკმაყოფილებთ იმ არამოსამართლე წევრებს, ვისაც სურთ ამის ჩაგდება, “ - ამბობს სერგო მეთოფიშვილი.

ლევან თევზაძესთან გასაუბრება ორ საათზე მეტია მიმდინაროებს. დღეს კიდევ ორ კანდიდატს ილონა თოდუას და უჩა თოდუას მოუსმენენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები