21 ნოემბერი 2019,   10:23
ვრცლად
შეტევა ანაკლიის პორტის პროექტზე - ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებულმა დევნამ კონსორციუმის წევრებს გეგმები შეუცვალა

მორიგი შეტევა სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტზე - რომ არა პროკურატურის დღევანდელი ნაბიჯი, ანაკლიის კონსორციუმის წევრები დღეს მედიისთვის სტრატეგიული პროექტის მშენებელი კომპანიის ფრანგული Eiffage-ის წარდგენას გეგმავდნენ.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროკურატურაში დაბარებამ და მთავრობის მრავალთვიანმა ორგანიზებულმა შეტევამ მათ წინააღმდეგ, საუკუნის პროექტის ხელმძღვანელების გეგმები შეცვალა. 

ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე კილომეტრშია, შესაძლოა, შეფერხდეს.

ფორსირებული შეტევის ახალი ტალღა, რომელზეც ლევან ახვლედიანი საუბრობს, გუშინ დაიწყო. ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ პროექტი შეფერეხებებით მიმდინარეობს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობის ასეთ მიდგომას ერთი ახსნა აქვს. ივანიშვილის გუნდი რუსული სცენარით და რუსული დავალების შესრულებას ცდილობს, რომ შავ ზღვაზე არ იყოს ახალი ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ნოვოროსისკის მთავარი კონკურენტი გახდება და წყალქვეშა ნავების მიღების საშუალებაც ექნება.

საქართველოში რომ ახალი პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს, ვაშინგტონში ვიზიტის დროს პრემიერს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საჯაროდ უთხრა. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამ პოლიტიკური ნების წინააღდეგ მიდის. 

ანაკლიის პროექტში, რომელშიც რამდენიმე ამერიკული კომპანია მონაწილეობს, დღეიდან ფრანგული მშენებელი ფირმა Eiffage ჩაერთო. მასთან ერთად მთავარ სამუშაოებს შვეიცარული ABB ასრულებს. Eiffage ევროპაში სამშენებლო კომპანიათა ხუთეულში შედის და მსოფლიოს მასშტაბით 100 000- ზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის ბარსელონისა და სენეგალის პორტები. 

დღის ამბები