20 აპრილი 2024,   07:22
ვრცლად
"ეს არის კიდევ მეორე საკითხი, რომელშიდაც არ უნდა ჩაერიოს პრეზიდენტი" - სალომე ზურაბიშვილი „რუსთავი 2”-ის საქმეზე საუბრობს

პრეზიდენტის კიდევ ერთი განმარტება „რუსთავი 2”-ის საქმეზე - სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი არ უნდა ჩაერიოს ამ საქმეში, რადგან ეს კერძო კომერციული საქმეა.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სიტყვის თავისუფლებასა და სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება და ამის თქმის საფუძველს მას შინაგანი რწმენა აძლევს.

„რაც ეხება „რუსთავი 2,“ ეს არის კიდევ მეორე საკითხი, რომელშიდაც არ უნდა ჩაერიოს პრეზიდენტი. ეს არის პირადი, კომერციული საკითხები, სადაც უნდა გაერკვენ სასამართლოს მეშვეობით, თუ არა სასამართლოს მეშვეობით, მაგრამ არა პრეზიდენტის ჩარევით.  

"ჩემი სათქმელი ამ საკითხზე იყო ჩემს განცხადებაში, რომელიც აღნიშნავდა  ერთის მხრივ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო საქართველოსთვის და ჩვენს რეალობაში,  იმითი რომ აღიარა ჩვენი სასამართლოს მიუკერძოებლობა და ეს არის ისეთი ფაქტი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ ყოველდღიურად. მეორეს მხრივ მე ვთქვი იმავე განცხადებაში, რომელიც მეტ-ნაკლებად არ იყო გაჟღერებული, რომ მე ვთვლი, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება,“-განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები