20 აპრილი 2024,   08:38
ვრცლად
მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებას ოპოზიციას და 20 ივნისის მოვლენებს აბრალებს

პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ლარის კურსის ვარდნასა და რუსული ტურისტული ემბარგოთი გამოწვეულ კრიზისს, 20 ივნისსა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. ბახტაძის განცხადებით, ის დადებითი დინამიკა, რომელიც ქვეყანაში მანამდე არსებობდა, ოპოზიციური ძალების დამსახურებით ნეგატიურ მოვლენად იქცა.

მამუკა ბახტაძე ოპოზიციის წევრებს „ავანტიურისტებად“ მოიხსენიებს და მათ ბრალს საბაზრო ეკონომიკის  შეფერხებაში ადანაშაულებს.

„ამ ავანტიურისტებმა შეეცადეს, რომ ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის და მიიტანეს შეტევა საქართველოს კონსტიტუციაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, საბაზრო ეკონომიკის მდგრადობაზე მარტივი კითხვა ხომ უნდა დავსვათ, „რას ეფუძნება მდგრადი განვითარება ეკონომიკის?“ ეს ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს და პროგნოზირებადი თამაშის წესებს. ის ნეგატიური  ტალღა, რაც ამ ავანტიურისტებმა შექმნეს, ეს ეკონომიკას ეხმარება, თუ პირიქით აფერხებს? აი, ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ იმ ექსპერტებს, რომლებიც ზოგადად ამ კითხვას სვამენ,“- განაცხადა  ბახტაძემ.

დღის ამბები