18 აპრილი 2024,   09:25
ვრცლად
"არანაირი ნათესაური კავშირის გამო არ დავთმობ მოსამართლის იმიჯს" - მაია კოპალეიშვილი

იუსტიცის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრებას აგრძელებს. დღეს გასაუბრება სამ კანდიდატთან გაიმართა. 4 საათს გაგრძელდა მოსამართლეობის კანდიდატთან, მაია კოპალეიშვილთან გასაუბრება.

კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე იყო, როდესაც „რუსთავი2-ის" სარჩელი განიხილებოდა, ამორალური გარიგებების საქმეზე. პარლამენტმა, რომელიც მაშინ მხარე იყო, კოპალეიშვილის აცილება მოითხოვა, რადგან ის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2-ის" მაშინდელი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შვილის ნათლიაა.

საბჭოს მოსამართლე წევრმა, ირაკლი შენგელიამ სწორედ მისი საქმიდან აცილების საფუძველზე დასვა კითხვა. კოპალეიშვილმა კი მას უპასუხა, რომ ის საკმაოდ პრინციპული ადამიანია და მოსამართლის რეპუტაციას არ დააყენებდა რისკის წინაშე. მისი თქმით, აცილების მოთხოვნისას მყარი არგუმენტები და მტკიცებულებები უნდა არსებობდეს.  

"ნებისმიერ აცილების ფაქტთან დაკავშირებით ერთი სტანდარტი უნდა არსებობდეს. მტკიცებულებები და სხვა გარემოებები, რომელიც ნამდვილად დაადასტურებდა, რომ ეს ქმნის ნამდვილად ამ მოსამართლის მიკერძოებულობის საფუძველს, არანაირი ნათესაური კავშირის გამო არ დავთმობ მოსამართლის იმიჯს,“ - განაცხადა კოპალეიშვილმა.

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება უკვე გაიარა ნუნუ კვანტალიანმა, რომელიც უკვე იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ამჟამად კი ესაუბრებიან შოთა ლაითიძეს, რომელიც აშშ-ში იმყოფება.

დღის ამბები