16 ოქტომბერი 2019,   19:53
ვრცლად
დღეს ვართ სიტუაციაში, როცა ერთი პირი მართავს ქვეყანას, ინსტიტუციების გარეშე... ეს სისტემა დაინგრევა - მამუკა ხაზარაძე

ეს დამთავრდება, ესენი წავლენ სახლში, სისტემა დაინგრევა ძალიან მალე - ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ის ბრძოლას აგრძელებს, რადგან საკუთარ თავზე იწვნია, რომ ქვეყანა სრულ ჭაობშია.

ხაზარაძე ამბობს, რომ ის არსებულ სისტემას შეცვლის თავის მეგობრებთან ერთად და ამას არ გააკეთებს ვინმეს მიმართ პირადი ბოღმის გამო.

„ვისაც არ უნდა რუსული ორიენტაცია, ვინც ებრძვის ოკუპაციას და ვისაც უნდა, რომ საქართველო შედგეს წარმატებულ ქვეყნად, კლანურ და ნეპოტისტურ მმართველობას არ ჰქონდეს ადგილი, დღეს ვართ სიტუაციაში, როცა ერთი პირი მართავს ქვეყანას, ინსტიტუციების გარეშე, ეს პირი იცით, ვინც არის, ეს არის დირიჟორი ამ ქვეყნის, რომელსაც ჰყავს უცოდინარი შემსრულებლები. გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. მათგან განსხვავებით, მე პირადი ბოღმა კი არ მაქვს ჩადებული, მე ბრძოლას გავაგრძელებ, რომ ეს ჭაობი შეიცვალოს. 

ეს სისტემა, გარანტიას გაძლევთ, დაინგრევა ძალიან მალე. ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს. ყველას გპირდებით, რომ ეს დამთავრდება ამ ქვეყანაში და ის მოტყუებული ხალხი, რომელმაც ვიფიქრეთ, რომ 2012 წელს ქვეყანაში რაღაც შეიძლება, მივიღეთ აბსოლუტური უკიდურესობა. ეს დამთავრდება... კარგად დავინახე, რა ჭაობშია ქვეყანა. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ყოველთვის ვცდილობდი, არ მეთქვა ის, რაც გულში მქონდა," - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 700-700 ათას ლარიანი გირაო შეუფარდათ. პროკურატურა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის მილიონ-მილონ ლარიან გირაოს ითხოვდა. 

 

მნიშვნელოვანია, რომ შენი პოზიციის გამო ვიღაცის ინტერესი არ დააზიანო, დღეს დავინახე სრული ჭაობი, პროკურატურის მხრიდან უცოდინარობის პიკი. ერთ-ერთი გოგონა, პროკურორი, რომელსაც შეუძლია 5 წუთიანი ბრიფინგით ქართულ ეკონომიკას ცელი გამოუსვას და 5 მილიარდი ლარის ზიანი მიაყენოს და ამაზე მას და მის ხელმძღვანელებს პასუხს არ სთხოვს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა არ გვაქვს, ინსტიტუციები მოშლილი გვაქვს,“ -ამბობს ხაზარაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები