20 აპრილი 2024,   02:14
ვრცლად
ლარი დრამატულად უფასურდება - პრემიერი კი ვალუტის ვარდნაში ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს ადანაშაულებს

პრემიერმა შტურმი ანტისაოკუპაციო აქციაზე მიიტანა და ეროვნული ვალუტის კატასტროფულ გაუფასურებაში სწორედ ის ახალგაზრდები დაადანაშაულა, რომლებიც თვეზე მეტია, მინისტრ გახარიას გადადგომას ითხოვენ.

ამ განცხადების მიუხედავად, სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეროვნულმა ვალუტამ დრამატული გაუფასურება იანვრიდან დაიწყო და ყოველ ჯერზე საკუთარ ანტირეკორდს ხსნის. როგორც ტენდენცია უჩვენებს, გაჩერებასაც არ აპირებს.

დღეს ლარი ისტორიულ მინიმუმზეა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროსაც ეროვნული ვალუტა 1 ლარითა და 27 თეთრით გაუფასურდა, პასუხისმგებლობას ოპონენტებს აკისრებს.

ექსპერტები ლარის გამყარებას ახლოვადიან პერსპექტივაში არ ელოდებიან, გაუფასურების გათვალისწინებით, ეკონომისტები ფასების ზრდის ახალ ტალღას აანონსებენ.

ლარი დღეს კიდევ გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა გაუფსაურების ანტირეკორდებს ხსნის. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.9321 ლარი გახდა. ცვლილებამ 0.0150 შეადგინა. 

 

დღის ამბები