20 აპრილი 2024,   18:41
ვრცლად
დადასტურდა, რომ ფარულად უსმენდით "ტვ პირველის" ყველა თანამშრომელს - ვატო წერეთელი

“ვითომ “ფულის გათეთრების” საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ, პრაქტიკულად, ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!!”, – ასე გამოეხმაურა "ტვ პირველის" მფლობელი ვატო წერეთელი ინფორმაციას, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში გამოძიება მის სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებდა.

ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟილაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ "ფულის გათეთრების" საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!!" – წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.

"რუსთავი 2-თან" სატელეფონო საუბარში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვოად კორძაძემ გუშინ განაცხადა, რომ "ტიბისი ბანკის" საქმის ფარგლებში 20-მდე პირის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ, მათ შორის "ტვ პირველის" დამფუძნებელსაც 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები