20 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
ტრამპს შეუძლია, მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედლის ასაშენებლად პენტაგონის ბიუჯეტიდან 2.5 მილიარდი$ გამოიყენოს

შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ინიციატივას მხარი დაუჭირა. სასამართლომ დაასკვნა, რომ პრეზიდენტს მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედლის ასაშენებლად პენტაგონის ბიუჯეტიდან ორ ნახევარი მილიარდი დოლარის გამოყენება შეუძლია.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 5-მა მოსამართლემ, რომელნიც კონსერვატორული ხედვებით გამოირჩევიან, ტრამპის ადმინისტრაციას მხარი დაუჭირეს, წინააღმდეგ კი 4 მოსამართლე წავიდა.

მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედლის აშენება ამერიკის პოლიტიკური წრეებში დიდ უთანხმოებას იწვევს. მოწინააღმდეგეები ინიციატივას კონგრესში ბლოკავდნენ, რაც რამდენჯერმე ე,წ. შათდაუნის მიზეზიც გახდა.

საბოლოოდ დონალდ ტრამპმა საგანგებო სამხრეთ საზღვრებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე 8 მილიარდი დოლარის გამოყოფის უფლებას აძლევს.

დღის ამბები